ეკა ბესელია არის ასეთი დანაშაულის მსხვეპლი და მის მიმართ ვარ სოლიდარული - თამარ ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 09:53 | 27.09.2019
ნანახია: 715

პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტში, 26 სექტემბერს, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშილს შორის მომხდარ ფიზიკურ ინციდენტს ეხმიანება და აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის განადგურების მცდელობა არის უმძიმესი დანაშაული.

"პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის განადგურების მცდელობა არის უმძიმესი დანაშაული. ეკა ბესელია არის ასეთი დანაშაულის მსხვეპლი და ამაში მე მის მიმართ ვარ სოლიდარული. მიუღებელია ასეთი დანაშაულის მსხვეპლთან ქილიკით, ირიბი მინიშნებებით თუ წამოძახილებით საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ არც ფიზიკური შეხლა-შემოხლაა ჩემთვის მოსაწონი, მესიმის მსხვერპლს ნერვებმა როდის შეიძლება უმტყუნოს", - წერს ჩუგოშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე