სალომე ზურაბიშვილი "ვესტ პოინტის" სამხედრო აკადემიას ეწვია

საქართველო, თბილისი - 09:51 | 27.09.2019
ნანახია: 825

ქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ვესტ პოინტის" სამხედრო აკადემიას ეწვია.

სამხედრო სასწავლებელში გამართული ოფიციალური დახვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი აკადემიის ხელმძღვანელს, გენერალ- ლეიტენანტ დერელ ვილიამსს შეხვდა, საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად აკადემია დაათვალიერა და კადეტებთან დისკუსია გამართა, რომელსაც აკადემიის ოთხი ქართველი სტუდენტი: ბექა ბექაია, ზვიად ჯოლოხავა, ნიკოლოზ მერლანი, ლუკა ნადირაძე ესწრებოდა.

სალომე ზურაბიშვილმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა და აკადემიას ქართული, ტრადიციული საბრძოლო აღჭურვილობა უსახსოვრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე