ამერიკელი ფოტოგრაფის 1000 ცრემლი | ფოტო

საქართველო, თბილისი - 16:27 | 26.09.2019
ნანახია: 2000

მიზეზი, რის გამოც ვტირით, შესაძლოა სხვადასხვა იყოს: სიხარულის, სევდის, დაჭრილი ხახვის, ან თვალში მოხვედრილი ქვიშის გამო. ერთი შეხედვით ყველა ცრემლი ერთნაირია, მაგრამ ის რომ მიკროსკოპის ქვეშ კარგად დავათვალიეროთ, ბევრ განსხვავებას შევამჩნევთ.

რისი დანახვა შეგვიძლია ამ ფოტოზე? ერთი შეხედვით, ის თითქოს გეოგრაფიული რუკა ან დრონით გადაღებული ფოტოა. სინამდვილეში ეს ცრემლებია წუხილისა და მადლიერების. თითოეული ადამიანი თავისი სიცოცხლის განმავლობაში 80-100 ლიტრ ცრემლს ღვრის - ზოგი მეტს, ზოგი კი უფრო ნაკლებს. 

Слезы грусти и благодарности 

2008 წელს ამერიკელ ფოტოგრაფს როუზ ლინ ფიშერს გაუჩნდა შეკითხვა, განსხვავდებოდა თუ არა სევდისა და სიხარულის ცრემლები ერთმანეთისგან. მან ცრემლის რამდენიმე წვეთი მოათავსა მინის დაფაზე და მიკროსკოპის ქვეშ ფოტო გადაუღო. 400-ჯერ გადიდების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყოველი წვეთი განსხვავებული იყო. ამ ფოტოზე მხატვარმა იმედის ცრემლები აღბეჭდა. 

Слезы надежды

ამ მომენტიდან როუზ ლინმა დაიწყო თავისი ცრემლების შეგროვება, მათი დათარიღება, გაშრობა და ფოტოების გადაღება. თითოეულ მათგანს ის სახელს არქმევდა. როგორც თავად მხატვარი ამბობს, ამ დროის განმავლობაში 1000 ცრემლი შეაგროვა. თითოეულ მის ფოტოს თავისი ისტორია აქვს. სურათები ფოტოგრაფის ალბომში "ცრემლების ტოპოგრაფია" არის თავმოყრილი. 

Обложка альбома Роуз-Линн Фишер Топография слез

არსებობს ცრემლების სამი სახე: ბაზალური, რეფლექტორული და ემოციური. მათ სხვადასხვა ფუნქცია და ქიმიური შემადგენლობა აქვთ. ბაზალური ცრემლები გამოიყოფა გამუდმებით მცირე რაოდენობით. კვებავს და ატენიანებს თვალს, ასევე იცავს მას ოფლისა და ჭუჭყისგან.

Слеза

ცრემლის სითხე სამი ფენისგან შედგება. პირველი - თვალის რქოვანაზე - მუცინის რამდენიმე ლორწოვანი ფენა. ზემოთ მდებარეობს საშუალო ფენა, რომლის 98 პროცენტი წყლისგან შედგება. გარეთა ლიპიდური ფენა ცრემლს სწრაფად აორთქლების საშუალებას არ აძლევს, ხდება ჰერმეტული და იცავს თვალს. ეს როუზ-ლინის კიდევ ერთი ფოტოა - თანაგრძნობის ცრემლი.

Слеза сострадания

ცრემლი შედგება წყლის, მარილების, ცილების, ფერმენტებისა და ცხიმებისგან. იმ მიზეზების გათვალისწინებით, თუ რის გამოც ვტირით, ცრემლების შემადგენლობა განსხვავებულია. ეს სინანულის ცრემლებია. 

Слезы раскаяния

ცრემლის კიდევ ერთი ტიპი - რეფლექტორული. მას იწვევს სხვადასხვა სხეული ან გარემო - მაგალითად, ცრემლი შესაძლოა, გამოიწვიოს თვალში მოხვედრილმა ქვიშის ნაწილაკმა ან დაჭრილმა ხახვმა. ის შეიცავს ამინომჟავებს, რომლიცთვალს აღიზიანებს. რეფლექტორულ ცრემლებს შეუძლიათ თვალის გაწმენდა გამაღიზიანებლისგან, ამიტომ ისინი ძირითადად წყლისგან შედგებიან. 

Слезы усталости

ცრემლები სახელწოდებით "ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", როუზ-ლინმა იმ მომენტში დაღვარა, როდესაც მისთვის ყველაფერი სულერთი იყო. როდესაც ის გაღიზიანებული იყო დაუკმაყოფილებელი სურვილების გამო. როდესაც ემოციები დაცხრა, მხატვარმა მიკროსკოპის ქვეშ დაინახა ერთ-ერთი ლამაზი ცრემლი.

Слезы безразличия

მუშაობის დროს როუზ-ლინი დარწმუნდა, რომ თითოეული ცრემლი განსაკუთრებულია. ის ცრემლებიც კი, რომელბიც ერთიდაიგივე მიზეზით არის გამოწვეული, შესაძლოა განსხვავებული იყოს. ყოველ ჯერზე ფოტოგრაფი სრულიად უნიკალურ გამოსახულებას იღებს.

Слезы искупления




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე