მზად ვარ, ყველას გვერდით დავდგე, ვინც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ჩვენ არ დავუთმობთ მას მიწებს - მამუკა ხაზარაძე

საქართველო, თბილისი - 14:52 | 26.09.2019
ნანახია: 568

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ ძალებს ოკუპაციის თემის გარშემო გაერთიანებასა და ერთიანი პოზიციების შემუშავებას სთავაზობს. მის თქმით, „ლელო“ მზად არის დაჯდეს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც ღიად დააფიქსირებს რუსეთის ოკუპაციას.

„რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი ამ საკითხში არის ერთიანი, ქართველი ხალხი ქვეყნის სტრატეგიულ და ეროვნულ ინტერესებში ერთიანია. ფორმას რაც შეეხება, დოკუმენტი შემუშავდება, განცხადება იქნება, ერთად საზღვარზე დგომა თუ ასე შემდეგ, უამრავი რამ არსებობს მსოფლიო პრაქტიკაში. ჩვენც კრეატიული ხალხი ვართ ქართველები და ეს არის უმნიშვნელოვანესი. პირველი ნაბიჯი არის ერთად დგომა. მზად ვარ, ყველას გვერდით დავდგე, ვინც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ჩვენ არ დავუთმობთ მას მიწებს. მესმის, რომ არ არის ეს მარტივი თემა ვიღაცისთვის, მაგრამ ყველამ უნდა გადააბიჯოს თავის ამბიციას, პოლიტიკურ მიზნებს და თქვას, რომ თუ ქვეყანა ასე შემოგვეფრცქვნა, არც პოლიტიკური პარტიები სჭირდება ამ ქვეყანას და არც გამარჯვებულ-დამარცხებული ამბავი. ჩვენ ერთად ვმარცხდებით ამ საკითხში“, -აღნიშნა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე