სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა რუსეთზე, როგორც ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოზე - წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 13:22 | 26.09.2019
ნანახია: 640

სალომე ზურაბიშვილმა მაღალი ტრიბუნიდან ამცნო მსოფლიოს, რა ყოფაში უწევთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლაში სათანადო ყურადღება დაუთმო ადამიანის უფლებების დარღვევებს, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყოველდღიურად ხდება.

„მან საკმაოდ დეტალურად, მაღალი ტრიბუნიდან ამცნო მსოფლიოს, ყველა ქვეყანას, ვინც ესწრებოდა, მათ შორის პრეზიდენტებს, პრემიერებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს, თუ რა ყოფაში უწევთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრება. თუ პრეზიდენტს ოპონენტებმა უნდა დაუთვალონ, რამდენჯერ ახსენა ზუსტად რუსეთი, მან ისაუბრა რუსეთზე, როგორც ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოზე, ამიტომ, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით 25 სექტემბერს გამოვიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე