დაგვიბრუნეთ ჩვენი ტერიტორიები, დავასრულოთ ომი - ზელენსკი ლავროვს

საქართველო, თბილისი - 11:00 | 26.09.2019
ნანახია: 1737

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

ზელენსკიმ თქვა, რომ ლავროვი მიუახლოვდა, როდესაც ორივე რიგში იდგა და უთხრა, რომ მისი გაცნობა უნდოდა და დონბასში კონფლიქტის დასრულების იმედი გამოთქვა.

ამაზე უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მასაც სურს ომის დასრულება.

„დიახ, გეთაყვა, ჩვენი მხარე ყველაფერს აკეთებს, ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი მიწაა, თუ თქვენ მზად ხართ, მოდით დავასრულოთ ომი. დაგვიბრუნეთ ჩვენი ტერიტორიები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე