ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:41 | 26.09.2019
ნანახია: 804

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენის სასაფლაოების მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისში ცხოვრობდა და ძმასთან ერთად სოფელ კოღოთოში, ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში მუშაობდა. საიდანაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა.

დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი გუშინ ღამით მწყემსსმა აღმოაჩინა და სამართალდაცმველებს შეატყობინა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე