გახარიამ ტყიბულში პრობლემების მოგვარება ნათელა თურნავას დაავალა

საქართველო, თბილისი - 10:39 | 26.09.2019
ნანახია: 1296

ყველა დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვალდებულია, შეუქმნას დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომა ტყიბულში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დაიწყო. მისი თქმით, რაც ტყიბულში ხდება აბსოლუტურად მიუღებელია. პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია, სრულფასოვნად შეასრულოს, როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები.

„ეს ის პრობლემებია, რაც დაგროვილია წლების განმავლობაში. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია სრულფასოვნად შეასრულოს როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც გულისხმობს შრომითი უსაფრთხოების და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიუღებელია, რაც დღეს ტყიბულში ხდება. მიუხედავად იმისა, რაც წლების განმავლობაში გროვდებოდა, მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ და პრობლემების მოსაგვარებლად ეკონომიკის მინისტრს ნათელა თურნავას ადგილზე ჩასვლა დაავა.

"მსგავს შემთხვევებს, ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, სწორედ ამიტომ, დღესვე, მთავრობის სხდომის დასრულებისთანავე, ეკონომიკის მინისტრი გაემგზავრება ადგილზე და ის გაემგზავრება არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად. მინდა ქალბატონ ნათიას ვთხოვო, რომ ის იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი და მკაცრი იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები,“- განაცხადა პრემიერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე