ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში, ომს არ დავიწყებთ, თუმცა ალიანსთან ურთიერთობა სერიოზულად დაზიანდება - სერგეი ლავროვი

საქართველო, თბილისი - 10:00 | 26.09.2019
ნანახია: 705

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერეგი ლავროვმა განაცხადა, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში მოსკოვი ომს არ დაიწყებს, თუმცა ალიანსთან ურთიერთობები სერიოზულად დაზიანდება.

 „ომს არ დავიწყებთ. ამას გპირდებით, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც მასში გაწევრიანებას თავის პირველ პრიორიტეტად მიიჩნევენ, სერიოზულად დაზიანდება“, - განაცხადა მან გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი არაერთხელ აღნიშნავს, რომ ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომლის თანახამდ, საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი გახდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე