ანგი ხუციშვილი შეწყალების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 16:29 | 25.09.2019
ნანახია: 914

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანგი ხუციშვილი, პრეზიდენტის შეწყალების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს. ანგი ხუციშვილს ხვალ, 26 სექტემბერს, 12:00 საათზე გამოკითხავენ.

შეწყალების საქმეზე როკურატურაში უკვე გამოკითხეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია. მან გამოკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა, რადგან მისი თქმით, გაუთქმელობის ხელწერილი დადო.

რაც შეეხება ანგი ხუციშვილს, რომლისკენაც რამდენიმე დღის წინ მან ხელი გაიშვირა, გაბუნიამ თქვა, რომ მას სახელი და გვარი არ უხსენებია.

"მე არ მითქვამს ანგი ხუციშვილი, სახელი და გვარი არ დამისახელებია. სტრუქტურულად ასეა. მე თანამდებობის პირი დავასახელე ვინც პასუხისმგებელი იყო"- აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკაშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. შეყალებულებს შორის არის 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძე და კიდევ ერთ მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე.

შეწყალებასთან დაკავშირებული საზოგადოების უკმაყოფილების ფონზე, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა.

20 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე