მაია ცქიტიშვილს ვინმემ მაინც უთხრას, რომ ნუ აკეთებს ასეთ ბეც და უპასუხისმგებლო განცხადებებს - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 13:50 | 25.09.2019
ნანახია: 784

მაია ცქიტიშვილს პრემიერმა ან ვინმემ ყურში მაინც ჩასჩურჩულოს და უთხრას, რომ ნუ აკეთებს ასეთ ბეც და უპასუხისმგებლო განცხადებებს ,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. მისი თქმით, უხერხულია, რომ მაია ცქიტიშვილს ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ფარული ჩანაწერების გავრცელების თემით იღლება.

„მაია ცქიტიშვილს პრემიერმა ან ვინმემ ყურში მაინც ჩასჩურჩულოს და უთხრას, რომ ნუ აკეთებს ასეთ ბეც და უპასუხისმგებლო განცხადებებს , თითქოს საქმე გახსნილია. მიუხედავად საჯარო დაპირებისა, არაა გამოძიებული ეს საქმე. თურმე დღემდე ვერ დაადგინეს ის ადამიანი, ვინც პირველმა განიზრახა და რატომ განიზრახა ამის გაკეთება. პასუხისგებაში შერჩევით მისცეს ახალგაზრდები, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ ჩაერთნენ ამ უკანონო ჩანაწერის ნახვაში, თუმცა ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, დღემდე პროკურატურას არ გამოუძიებია“, - განაცხადა დეპუტტამა.

მისი თქმით, რვა თვეზე მეტია ვერ გამოიძიეს, ის რაც ისედაც ყველაფერი ხელის გულზე იდო.

„რვა თვეზე მეტია, ველოდები და ვერ გამოიძიეს ის საქმე, სადაც ყველაფერი ხელის გულზე იყო. თავი დავანებოთ ამ ტაკიმასხარაობას და არასერიოზულობას. კეთილი ინებოს და ყველა უწყებამ თავის საქმეს მიხედოს. პარლამენტის წევრმა ის მაინც უნდა გააკეთოს, ჩახედოს დეპუტატის უფლებებს“, - აღნიშნა ბესელიამ.

"ვინმემ ურჩიოს მაია ცქიტიშვილს, რომ ამ თემაზე არ ილაპარაკოს ან სისულელე არ ილაპარაკოს. სიბრიყვეა, უხერხულია, ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ფარული ჩანაწერების გავრცელების თემით იღლება. არ არის ეს საქმე გახსნილი. შედით პრემიერთან და გეტყვით, რომ ვერ გახსნეს ან არ გახსნეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, მაია ცქიტიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გამოძიებამ დაადგინა პირადი ცხოვრების კადრების ჩამწერი პირების ვინაობა და დაისაჯნენ კადრების გამავრცელებელი პირებიც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე