გენერალურმა პროკურატურამ ეკა ბესელია გამოკითხვაზე დაიბარა

საქართველო, თბილისი - 11:11 | 25.09.2019
ნანახია: 999

გენერალურმა პროკურატურამ დეპუტატი ეკა ბესელია გამოკითხვაზე დაიბარა. საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ ბესელიას განცხადებებს.

"დეპუტატს საგამოძიებო უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება. ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლის თარიღს პროკურატურას ორშაბათს თვითონ შეატყობინებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე, საქართველოს პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, პარლამენტის წევრისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა პირების მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით შესაძლო ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ“, - ნათქვარატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ "მთავარ არხთან" განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი გრძელდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის.

"მე ვერ ვიტყვი, ვინ არიან ისინი, მაგრამ მათ შორის არიან უმრავლესობის წევრები. მე ვიცი რამდენიმე ასეთი ადამიანი, თავად უთქვამთ. ყველა ქალი არ არის, არის კაციც", -თქვა ეკა ბესელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე