ზურაბ ჭიაბერაშვილი: ჯანდაცვის სექტორის დაფინანსება მნიოშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ გაზრდილი ბიუჯეტი არაეფექტურად იხარჯება

საქართველო, თბილისი - 11:47 | 23.12.2015
ნანახია: 1436

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ერთი დღის ფულია დარჩენილი.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, როგორც ექსპერტები იმთავითვე ვარაუდობდნენ, „უძირო ქვევრი“ აღმოჩნდა. სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის სექტორის დაფინანსება მნიოშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ გაზრდილი ბიუჯეტი იმდენად არაეფექტურად იხარჯება, იგი არსებითად ვერ ცვლის ქვეყანაში არსებულ სურათს ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით.

2015 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 470 მლნ ლარით განისაზღვრა და მას რამდენჯერმე დაემატა თანხა, სულ ბოლოს გუშინწინ და ბიუჯეტმა 571 მლნ ლარი შეადგინა. სამწუხაროდ, პროგრამას დღეს უკვე მხოლოდ ერთი დღის ფული (დაახლოებით 2 მლნ ლარი) აქვს დარჩენილი და თუ კიდევ არ დაემატა თანხა, საავადფმყოფოთა ნაწილს მედპერსონალისათვის ხელფასების გაცემის პრობლემა დაუდგება.

არადა 571 მლნ რომ მიზნობრივად და თანაც ჯანმრთელობის დაზღვევის მექანიზმით იხარჯებოდეს, თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი, საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს: სოცვიალურად დაუცველებს, ქრონიკული დაავადებების მქონეთ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, პენსიონერებს სახელმწიფო წამლის კომპონენტით დახმარებოდა. ყველამ ვიცით, რომ ნედიკამენტებზე გაზრდილი ფასები დღეს ყველაზე მეტად ამ მოწყვლადი ჯგუფების ჯიბეს ურტყამს.

სამწუხაროდ, დავით სერგეენკომ ეფექტურობას და გაჭირვებულების მიზნობრივად დახმარებას “საყოველთაობაზე” დაფუძნებული პოპულიზმი არჩია, რითაც არა მხოლოდ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ეფექტურობას მიაყენა ზიანი, არამედ დიდი უარყოფითი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკური მდგფომარეობის გაუარესებაში. დღეს სახელმწიფო შეძლებუ;ებს ღარიბების ხარჯზე მკურნალობს.

2016 წლისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 570 მლნ ლარია. დღეს უკვე ნათელია, რომ ეს უკვე დეფიციტური ბიუჯეტია. და არა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ხარჯვა არაფექტური, უყაირათო და უკონტროლოა. საქმე ისაა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წელს საავადმყოფოების მიმართ ათობით მილიონობით ლარის დავალიანება გადაჰყვება და 2016 წლისთვის დაგეგმილი 570 მლნ ლარიც არა გაისად გაწეულ სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებას, არამედ 2015 წლის დავალიანებების გასტუმრებას მოხმარდება.“

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე