სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:06 | 25.09.2019
ნანახია: 1072

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.

"სასიამოვნოა დონალდ ტუსკთან კიდევ ერთი შეხვედრა. საქართველო აგრძლებეს სვლას ევროპისკენ და ყოველი მაღალი დონის შეხვედრა არის შანსი იმისა, რომ იყოს მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

თავის მხრივ, დონალდ ტუსკიც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას, კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე