დავით ზალკალიანმა ეუთოს გენერალურ მდივანთან საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებები განიხილა
საქართველო, თბილისი - 10:03 | 25.09.2019 ნანახია: 615საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან თომას გრემინგერთან განიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და ბოლო განვითარებები, რასაც ადგილი ჰქონდა ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელების, ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის, მოსახლეობის გატაცებების გახშირებული ფაქტებისა, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო საგუშაგოს აღმართვის და სხვა დესტრუქციული ხასიათის ნაბიჯების გამო, რამაც განსაკურებულად აგრესიული ხასიათი მიიღო ბოლო პერიოდში. აღინიშნა, რომ აუცილებელია პროცესის შემდგომი დეესკალაციისთვის მხარეებმა მიმართონ მაქსიმალური ძალისხმევა და გამოიყენონ ყველა შესაძლო მექანიზმები უსაფრთხოების და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების უზრუნველსაყოფად.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ეუთოს გენერალურ მდივანს ეუთოს აქტიური ჩართულობისთვის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ამ მხრივ ხაზი გაუსვა ჟენევის თანათავმჯდომარეების მყისიერ ჩართულობას, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადგილზე შემდგომი გართულებების თავიდან არიდებას.
ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს და იმუშაოს ყველა მხარესთან ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა