დიმიტრი გაბუნიას გენერალურ პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ

საქართველო, თბილისი - 10:00 | 25.09.2019
ნანახია: 800

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი გაბუნიას გენერალურ პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ. პროკურატურის ცნობით, გაბუნია "შეწყალების საქმესთან" დაკავშირებით გამოიკითხება.

მანამდე დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით განხორიციელებული შეწყალება გააკრიტიკა და თქვა, რომ როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ხდება, "ხომ შეიძლება ვიღაცას ჰკითხო".

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკაშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. შეყალებულებს შორის არის 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძე და კიდევ ერთ მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე.

შეწყალებასთან დაკავშირებული საზოგადოების უკმაყოფილების ფონზე, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა.

20 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე