საქართველოს პრეზიდენტი გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით დღეს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 09:24 | 25.09.2019
ნანახია: 611

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით დღეს მიმართავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა, თბილისის დროით 19:00 -20:30 სთ-ის შუალედშია დაგეგმილი.

სალომე ზურაბიშვილი პირველი პრეზიდენტია "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, რომელიც მსოფლიოს გაერთიანებული ერების მაღალი ტრიბუნიდან მიმართავს.

გენერალური ანსამბლეაზე, 24-30 სექტემბერს, ნიუ - იორკში თავს იყრის მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და რამდენიმე ათასი დიპლომატი.

წელს გენერალური დებატების მთავარი თემა: "სიღარიბის აღმოფხვრის, ხარისხიანი განათლების, კლიმატის მიმართულებით ახალი მოქმედებებისა და ინკლუზიისათვის მრავალმხრივი ძალისხმევის მობილიზებაა."




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე