ივანიშვილმა 2011 წელს ზურაბიშვილს ზუსტი დიაგნოზი დაუსვა, რომ მასთან არ შეიძლება ურთიერთობა - ხიდაშელი

საქართველო, თბილისი - 16:13 | 24.09.2019
ნანახია: 675

ბიძინა ივანიშვილმა პირველივე შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილთან აბსოლუტურად ზუსტი დიაგნოზი გააკეთა - მასთან არ შეიძლება ურთიერთობა, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა.

„ბიძინა ივანიშვილმა პირველივე შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილთან აბსოლუტურად ზუსტი დიაგნოზი გააკეთა. შემდეგ რა მოხდა, მე არ ვიცი. მე ვესწრებოდი იმ პირველ შეხვედრას 2011 წელს, როდესაც ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და მან ზუსტი დიაგნოზი დაუსვა, რომ მასთან არ შეიძლება ურთიერთობა. რა შეიცვალა, მე არ ვიცი და ახლა ამაზე სპეკულირება მგონია, რომ არ არის ჩემი მხრიდან სწორი”, - თქვა ხიდაშელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე