ვოლსკის შეუძლია ზურგს უკან ივანიშვილი ლანძღოს და პირში ელაქუცოს - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 15:37 | 24.09.2019
ნანახია: 754

ეს ისეთი მხდალი კაცია, რომელსაც შეუძლია ზურგს უკან ბიძინა ივანიშვილი ლანძღოს, მათ შორის ჩემთანაც, და პირში ელაქუცოს, - ასე პასუხობს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ბესელია სისულელეს ლაპარაკობს და პოლიტიკურ ველზე თავის დასამკვიდრებლად იბრძვის.

“ვის ზნეობაზე ლაპარაკობს ვოლსკი. ვოლსკის მინდა ვუთხრა, ეს ისეთი მხდალი კაცია, რომელსაც შეუძლია ზურგს უკან ბიძინა ივანიშვილი ლანძღოს, მათ შორის ჩემთანაც, და პირში ელაქუცოს. იმიტომ რომ მას აქვს თავისი პირადი მერკანტილური ინტერესები, თავისი პირადი ბიზნეს ინეტრესები და თავისი პირადი... აი, ამით მოაღწია აქამდე“, - თქვა ბესელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე