ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავეს
საქართველო, თბილისი - 14:31 | 24.09.2019 ნანახია: 796შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას. ბოლო პერიოდში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა - მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.
კერძოდ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და საგამოძიებო სამმართველოების, ასევე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში 2 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა 1971 წელს დაბადებული ტ.გ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის ბინის და ეზოს ჩხრეკის შედეგად, 7 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ფონიჭალაში დაკავებულ მეორე ნარკორეალიზატორს, პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ო.გ.-სგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა განახორციელა. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნულის გარდა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირანის რესპუბლიკის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ი.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, 3 კილოგრამი "ჰეროინი" ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი დააკავეს.
პოლიციამ, 1961 წელს დაბადებული ნ.რ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი 1500 აბი "სუბუტექსი" ამოიღო. 1962 წელს დაბადებული ი.ნ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება "მეტადონის" 207 აბი, 1 შეკვრა "ამფეტამინი", 1 შეკვრა "ჰაშიში" და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ნ.-მ, თანამზრახველთან - ნ.რ.-სთან წინასწარი შეთანხმებით, საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ზემოაღნიშნული 1500 აბი "სუბუტექსი", რომელიც შემდეგ ნ.რ.-მ მისი დავალებით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით არის დაკავებული სამხრეთ აფრიკის მოქალაქე. პოლიციამ და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ლ.მ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანას ცდილობდა. სამართალდამცველებმა 16 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია: 25 კილოგრამი "ჰეროინი", 1 კილო და 950 გრამი "კოკაინი", 11600 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 4000 აბზე მეტი "ექსტაზი", 9 კილო და 600 გრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილო და 200 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა