სასიამოვნოა, რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის ენმ-სთან ასოცირებული - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 12:55 | 24.09.2019
ნანახია: 892

თავს გამოვუტყდი - ძალიან სასიამოვნოა რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია.

„ახლა ვუყურე გოცირიძე vs ბოკერია. აბსოლუტურად გაუგებარია რატომ იყო ბოკერია ასეთი აგრესიული. მოკლედ, გადაცემის ყურებისას საკუთარ თავს გამოვუტყდი - ძალიან სასიამოვნოა რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული“, - წერს მელია.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს გადაცემა “ღამის მთავარში” უთხრა, რომ “ევროპულ საქართველოსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის დიდი განსხვავებაა. რომან გოიცირიძის შეკითხვაზე რა განსხვავებაა?! გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ „არ უყვარს “ევროპულ საქართველოს” მოტყუება ამომრჩევლების, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით“.

ამავე გადაცემაში გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად საჭიროა, რომ ევროპული საქართველოს გარშემო შეიქმნას კოალიცია და არა ნაციონალური მოძრაობის. მისი თქმით, უსუფაშვილი და ხაზარაძე უფრო მეტი ალბათობით ითანამშრომლებენ ევროპულ საქართველოსთან, ვიდრე ენმ-სთან.

„სააკაშვილის პირობებში, ამ ნაციონალური მოძრაობის გარშემო, მისი ცენტრის გარშემო შექმნა უფრო რთული იქნება. ივანიშვილის დასამარცხებლად ვიძახი, თავი რომ დავანებოთ შეხედულებებს. ეს არ არის არავის შეურაცხყოფა. ყველაფერს ამომრჩეველი წყვეტს", - თქვა ბოკერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე