რუსული ტელეკომპანია "СТС" საქართველოზე გადაცემას ამზადებს

საქართველო, თბილისი - 11:11 | 23.12.2015
ნანახია: 1376

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანია "СТС"-ის ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გადაცემებს ამზადებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევითტელეკომპანიის გადაცემა "Руссо Туристо"-ს გადამღები ჯგუფის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები მოინახულეს. ჟურნალისტებმა თბილისის, გუდაურის, სტეფანწმინდის, მცხეთისა და ყვარლის ღირსშესანიშნაობები გადაიღეს. 27 დეკემბერს ტელეკომპანია "СТС"-ის ეთერით საქართველოს შესახებ ვრცელი რეპორტაჟი გადაიცემა. გადაცემაში აქცენტი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების,ღვინისა და კულტურული ტურიზმის შესახებ გაკეთდება. საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით დაახალი ტურისტული ბაზრების ასათვისებლად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 400ჟურნალისტს უმასპინძლა, მათ შორის როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდვითი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.
ტელეკომპანია "СТС" რუსეთის გარდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-ში მაუწყებლობს. ტელეკომპანიას 120მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015 წლის 11 თვეში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს 866929 საერთაშორისო მოგზაურიეწვია, ზრდა წინაწლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტია. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ტოპ ათეულშირუსეთი მე-4 ადგილს იკავებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე