შემაძრწუნებელია, როცა ადამიანი ასეთ ნაბიჯზე მიდის - გია ვოლსკი ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 10:39 | 24.09.2019
ნანახია: 870

განცხადება არის სისულელე, თან შემაძრწუნებელია, როცა ადამიანი ასეთ ნაბიჯზე მიდის, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებას, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ.

ვოლსკის თქმით, ეკა ბესელია პოლიტიკურ ველზე თავის დასამკვიდრებლად ბრძოლობს.

"სისულელეს ლაპარაკობს და ამავდროულად, ლოგიკურად რომელი ასპექტიდან შეიძლება ეს თემა კომპეტენტურად ნათქვამი იყოს ბესელიას მხრიდან? ძალიან კარგად იცის, ეს უნამუსობა საიდან მოდის, ვინ აკეთებდა და ხალხს ასეთი მასალებით ვინ აშანტაჟებდა. მისი მხრიდან ხელის გაშვერა უსაფუძვლოა და ცოტა ვერ არის ზნეობასთან ახლოს. განცხადება არის სისულელე, თან შემაძრწუნებელია, როცა ადამიანი ასეთ ნაბიჯზე მიდის", - განაცხადა ვოლსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე