დავით ზალკალიანი კუბის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 09:45 | 24.09.2019
ნანახია: 609

გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა კუბის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედუარდო როდრიგეს პარილასთან. ინფორმაციას საგარე საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივ და მრვალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე და გამოხატეს დაინტერესება ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კულტურისა და განათლების სფეროზე.

"მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კუბას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში შესაბამისი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების აუცილებლობას, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის რეგულარული ფორმატების აუცილებლობას.

ქართულმა მხარემ აღნიშნა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან არსებული წარმატებული თანამშრომლობა და ამ მხრივ ხაზი გაუსვა კუბის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კუბას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

მინისტრები შეთანხმდნენ განაგრძონ რეგულარული დიალოგი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განმტკიცების მიზნით", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე