თელავში ქმარმა ცოლი მოკლა

საქართველო, თბილისი - 15:16 | 23.09.2019
ნანახია: 830

თელავში. ჭონქაძის ქუჩაზე ქმარმა ცოლი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი, ქალი საშუალო ასაკისაა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა, ის  საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას წინ ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე