14 წლის გოგონა, რომელიც მე-7 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:51 | 23.09.2019
ნანახია: 691

თბილისში, ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი 14 წლის გოგონა, ცოტა ხნის წინ, კლინიკაში გარდაიცვალა.

გოგონას მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე