სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დღეს განიხილავენ

საქართველო, თბილისი - 09:35 | 23.09.2019
ნანახია: 922

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას დღეს განიხილავენ. წარდგინება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის.

ოპოზიცია დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ პოლიტიკური სახე არ უნდა იყოს სემეკ-ის ხელმძღვანელი. მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ მათი გადაწყვეტილება მსჯელობის შემდეგ გახდება ცნობილი

სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე