დღეს, 19:00-ზე, "სირცხვილია" საპროტესტო აქციას "ერთად ერთის წინააღმდეგ" გამართავს

საქართველო, თბილისი - 12:23 | 20.09.2019
ნანახია: 803

დღეს 20 სექტემბერს, 19:00-ზე, "სირცხვილია" დიდ საპროტესტო აქციას "ერთად ერთის წინააღმდეგ" გამართავს.

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოება შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა. პროტესტიდან ორი თვის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე დააწინაურა. 

დღეს 20 ივნისის დარბევის ღამიდან ზუსტად სამი თვე გავიდა. 

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 20 სექტემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. როგორც პარლამენტში განმარტავენ, რომ ამის მიზანი "შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე