რეჯეფ ერდოღანი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს

საქართველო, თბილისი - 16:46 | 19.09.2019
ნანახია: 829

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

„ჩვენთვის მეტად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები ყველა სფეროში ვითარდება, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პრინციპების შესაბამისად. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და სტრატეგიული ურთიერთობები“, – ნათქვამია მილოცვაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე