დიმიტრი ქუმსიშვილი გაზსადენის ექსპლუატაციაში შეყვანის საზეიმო ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 12:48 | 22.12.2015
ნანახია: 1366

23 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ გაზსადენის ექსპლუატაციაში შეყვანის საზეიმო ცერემონიალში.  ღონისძიება გაიმართება თურქმენეთის საპორტო ქალაქ თურქმენბაშიდან 75 კმ-ზე მდებარე „ბელეკის“ საკომპრესორო სადგურის ტერიტორიაზე.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის“ გაზსადენი აკავშირებს ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში არსებულ გაზის უდიდეს საბადოებს კასპიის ზღვის სანაპიროს. გაზსადენის სიგრძეა დაახლოებით 800 კმ, გამტარუნარიანობა - წელიწადში 33 მლრდ კუბ.მ. მიწოდებული გაზი გამოყენებული იქნება ქვეყნის დასავლეთ რეგიონების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე საექსპორტოდ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე