მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" 12 წევრი წარადგინა

საქართველო, თბილისი - 13:38 | 18.09.2019
ნანახია: 1044

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ  მოძრაობის 12 წევრი წარადგინა. ესენი არიან: იურისტი კახა კოჟორიძე; იურისტი, „ევროპის ფონდის” წარმომადგენელი საბა ბუაძე; მწერალი თეონა დოლენჯაშვილი; ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციას“ დამფუძნებელი ქეთი ენუქიძე; ფილოლოგი მანანა პაიჭაძე; სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი; ბიზნესმენი გია მორდეხაშვილი; პოლიტოლოგი ელენე მელიქიშვილი;  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი;  მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი ლანა გალდავა; გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე გიგლა მიქაუტაძე; წიგნის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი დეა მეტრეველი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე