ათონელზე ზის "მაიმუნი გახსნილი ლიმონკით" - გიგი უგულავა პრეზიდენტზე

საქართველო, თბილისი - 13:12 | 18.09.2019
ნანახია: 1516

"ევროპული საქართველოს" ლიდერი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებზე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.​

"სალომე ზურაბიშვილი - შეწყალება "მისი სუბიექტური" გადაწყვეტილებაა, ალბათ უნდოდა ეთქვა რომ პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციაა. ამასთანავე, თქვა რომ უუნაროა და შემიზღუდეთ ეგ აბსოლუტური უფლებაო. პირიქითაა, შეწყალება უნდა იყოს აბაოლუტური დისკრეცია, უბრალოდ ეს დღეს აბსოლუტური იდიოტის ხელშია. კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი. შეუძლებელია! ათონელზე ზის "მაიმუნი გახსნილი ლიმონკით", წერს უგულავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე