თბილისში მეექვსე ეკონომიკური ფორუმი - „თავისუფალი ტრიბუნა“ გაიმართა
საქართველო, თბილისი - 11:58 | 22.12.2015 ნანახია: 1414სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ „თბილისის მეექვსე ეკონომიკური ფორუმი - თავისუფალი ტრიბუნა“ გაიმართა. ფორუმის ფარგლებში გამართულ კონფერენციას - „საქართველოს ევროპული არჩევანის გამოწვევები“ - თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.
კონფერენციაზე მიწვეულმა ექსპერტებმა, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2014 წლის პირველი დეკემბრიდან, ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან - დღემდე, საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის სოციალურ-ეკონომიკური ნაწილის, განსაკუთრებით კი - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების შედეგებთან დაკავშირებით იმსჯელეს. გარდა ამისა, ისაუბრეს იმ პრობლემებსა და წინააღმდეგობებზე, რომელთაც თავი აღნიშნული ერთი წლის განმავლობაში იჩინეს.
დავით ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ისეთი სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რაც სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკური განვითარება რამდენიმე საინტერესო პრინციპს ეყრდნობა და ემყარება ჩვენთან, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ უფრო მეტად ვიყოთ ეკონომიკურად განვითარებულნი. უმთავრესი ჩვენთვის ის არის, რომ ინვესტიციებზე დამოკიდებული ეკონომიკის პირობებში, უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ, მეორეს მხრივ კი, შევინარჩუნოთ ბაზარზე თავისუფალი კონკურენცია. ხაზგასასმელია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბაზარზე ბარიერები და შეზღუდვა ნაკლებია, შესაბამისად, თავისუფალი კონკურენციის პირობებში, როცა ბიზნესს არავინ უშლის ხელს და პირიქით, მთელი სახელისუფლებო აპარატი მიმართულია ბიზნესის ხელშეწყობისკენ, მათ მეტი განვითარების შესაძლებლობები აქვთ. ახლა უკვე შემდგომი ნაბიჯების გადადგმის დროა, რაც გულისხმობს კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას, კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოყვანას და ისეთი სექტორების განვითარების ხელშეწყობას, რაც მომავალშიც ჩვენი ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალა გახდება“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
კონფერენცის მონაწილეებმა, ღია დისკუსიის ფარგლებში, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების საკითხებზეც იმსჯელეს. შეხვედრა საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს პალატის, თავისუფალი ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა