,,აბრეშუმის გზის“ ფორუმს აშშ-დან წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა

საქართველო, თბილისი - 16:53 | 25.09.2015
ნანახია: 1851

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს(AMCHAM), სარა უილიამსონს და აღმასრულებელ დირექტორს ჯორჯ ველტონს შეხვდა.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მხრიდან   აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენციები, რაც ბოლო პერიოდში შეერთებული შტატებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და სავაჭრო ურთიერთობების ზრდას ეხება.

 დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ,,აბრეშუმის გზის“ ფორუმის მხარდაჭერისათვის, რომელიც 15-16 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. ფორუმს შეერთებული შტატების მხრიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა. დელეგაციაში ოფიციალური პირები და კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ღონისძიებებს. 25-29 სექტემბერს ნიუ-იორკში ქართული დღეები-Discover Georgia და საინვესტიციო ფორუმი გაიმართება.

 დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ამერიკის სავაჭრო პალატა მომავალში თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გააღრმავებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე