საქართველოს ელჩმა ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს მინისტრის რანგში რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველო, თბილისი - 11:52 | 22.12.2015
ნანახია: 1686

მასკატში, საქართველოს ელჩმა ომანის სასულთნოში გიორგი ჯანჯღავამ ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანსმინისტრის რანგში საიდ ბადრ ბინ ჰამად ბინ ჰამუდ ალ-ბუსაიდის რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ხანმოკლე შეხვედრა,რომლის დროსაც განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებულიურთიერთობების საკითხები და ორმხრივი თანამშრომლობისშემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ეკონომიკის, კულტურის,განათლებისა და ხალხთაშორის კავშირების სფეროებში.

საუბრის დასასრულს სამინისტროს გენერალურმა მდივანმასაქართველოს ელჩს წარმატებები უსურვა საქართველოსა დაომანის სასულთნოს შორის თანამშრომლობის შემდგომიგანვითარების საქმეში.​

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე