ჯეიმს აპატურაი საქართველოს მხარდამჭერ სოციალურ კამპანიას უერთდება | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 14:42 | 13.09.2019
ნანახია: 1119

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი უერთდება საქართველოს მხარდამჭერ სოციალურ კამპანიას - #Spend4SeasonsInGeorgia/#გაატარე4სეზონისაქართველოში.

აპატურაის ვიდეომიმართვას ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ავრცელებს.

"პირველად საქართველოში მრავალი წლის წინ ჩამოვედი და რაც იქ აღმოვაჩინე იყო გასაოცარი ხედები, შესანიშნავი ხალხი, ყველაზე საუკეთესო საკვები, რაც კი ოდესმე გამისინჯავს და მსოფლიოში საუკეთესო სტუმარ-მასპინძლობა

საქართველოში არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს თავისი ხანგრძლივი ისტორიით, მთებით, ტბებითა და შესანიშნავი ღვინით.

გირჩევთ ყველას გაატარეთ თქვენი ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული საქართველოში", - ამბობს აპატურაი ვიდეომიმართვაში.

სოციალური კამპანია "გაატარე ზაფხული საქართველოში" - #spendyoursummeringeorgia, საქართველოს ტურისტული იმიჯის გასაუმჯობესებლად და ტურისტების მოსაზიდად მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ავიამიმოსვლა აკრძალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე