საქართველოს მომავალ პრემიერს ეყოფა გამბედაობა რუსეთთან ღია მოლაპარაკებები აწარმოოს - გავრილოვი

საქართველო, თბილისი - 13:06 | 03.09.2019
ნანახია: 1079

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ეხმიანება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ, ეყოფა გამბედაობა, რუსეთთა ღია მოლაპარაკებების წარმოებისთვის, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით", - თქვა რუსეთის დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და რელიგიური კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი გავრილოვმა.

მანვე აღნიშნა, რომ გიორგი გახარია თბილისში, ივნისში განვითარებული მოვლენებისას, მკაცრი პოზიციით გამოირჩეოდა.


პარტია "ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს წარადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე