ივანიშვილმა პრემიერ მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა

საქართველო, თბილისი - 10:09 | 03.09.2019
ნანახია: 883

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა.

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მთავრობაში 2017 წლის 13 ნოემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს იკავებს. ასევე ის არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

2016 წლის 27 ნოემბერი-2017 წლის 13 ნოემბრის პერიოდში გიორგი გახარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, მანამდე ეკონომიკურ საბჭოს ხელმძღვანელობდა, ასევე იკავებდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას.

საქართველოს პრემიერ მინისტრის თანამდებობა მამუკა ბახტაძემ გუშინ დატოვა. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე