მამუკა ბახტაძეს მონობა არ დაუფასდა - ლევან გოგიჩაიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:42 | 02.09.2019
ნანახია: 817

სამწუხაროდ, მამუკა ბახტაძეს არაფერი გაუეკეთებია და მისი სახელი ერთ წელში დაავიწყდებათ, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ ის თავად განსაზღვრავს სახელმწიფო აპარატის მუშაობას და მის ხასიათზეა დამოკიდებული მთელი მთავრობა.

„მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, თავად განსაზღვრავს სახელმწიფო აპარატის მუშაობას. რა ხასიათზეც იღვიძებს, მთელი მთავრობა იმ ხასიათზეა. სამწუხაროდ, მამუკა ბახტაძეს არაფერი გაუეკეთებია და მისი სახელი ერთ წელში დაავიწყდებათ.

რაც გვესმის, თუ ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, იმაზე მიუთითებს, რომ რეალური ძალაუფლება არც ახალ პრემიერს ექნება. თუ პრემიერი შს მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს ვერ დანიშნავს, მისი წარმომადგენლები არ იქნებიან, გამორიცხულია, მისი საქმიანობა ეფექტური იყოს. მნიშვნელოვანია, კაბინეტი სახელებითა და გვარებით, რათა განვსაზღვროთ, ვინ იქნება ახალი პრემიერის გავლენის ქვეშ და ვინ არა. ახალი ცვლილებები იქნება ძველ სახლში ახალი ფარდების დაკიდება. მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ანგარიში არ წარადგინა, რეგლამენტი დაარღვია. ვფიქრობ, ადამიანურად ნაწყენია, რადგან თავის თავში ფიქრობს, რომ არ დაუფასდა. სიტყვა არ მინდა ვიხმარო, მაგრამ მაგას მონობა ჰქვია. ეს არ დაუფასდა და განიცდის“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე