პრემიერ-მინისტრის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

საქართველო, თბილისი - 14:50 | 02.09.2019
ნანახია: 687

საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია "ქართული ოცნება" პოლიტიკური საბჭოს შესახებ იმსჯელებს. ამის შესახებ განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ.

"მანამდე ასპროცენტიანი სიზუსტით რომ ვილაპარაკოთ, ამის საფუძველი არ არის. ხვალ იქნება ყველაფერი ცნობილი.

ვისზეც გადავწყვეტთ, რომ იყოს პრემიერ-მინისტრი, ის წარმოადგენს მინისტრთა კაბინეტს. ამიტომ, გადასწრება არც კორექტულია და არც მიზანშეწონილი“, - უთხრა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, დღეს, უკვე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბახტაძემ გადადგომის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის შესახებ ამცნო საზოგადეობას.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე განიხილებიან შს მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე