ღმერთმა დალოცოს საქართველო! - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 14:00 | 02.09.2019
ნანახია: 563

2020 წლის არჩევნები უნდა იყოს პროგრამებისა და იდეების შეჯიბრი და არა შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილის ენაში, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებაში, რომელიც ფეისბუქზე გაავრცელა.

მამუკა ბახტაძემ დაადასტურა რომ ის თანამდებობას ტოვებს და მომავალ პრემიერს წარმატებებს უსურვებს. ბახტაძე აღნიშნავს, რომ მან თავისი მისია შეასრულა.

ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ წარმატებისთის საქართველოს სჭირდება სრული კონსოლიდაცია

„2020 წლის არჩევნები უნდა იყოს პროგრამებისა და იდეების შეჯიბრი და არა შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილის ენაში. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას ქვეყანაში და ამკვიდრებს ნეგატიურ დღის წესრიგს, ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, აფერხებს მის განვითარებას და მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესებში შედის. დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება სრული კონსოლიდაცია და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას! მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, - წერს ბახტაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე