ზაზა ფაჩულიამ კალათბურთელის კარიერა დაასრულა

საქართველო, თბილისი - 13:42 | 30.08.2019
ნანახია: 1447

ზაზა ფაჩულიამ კალათბურთელის კარიერა დაასრულა. როგორც "Golden State Warriors"-ი სოციალურ ქსელში წერს ფაჩულია გუნდში დაბრუნდება და ახალ პოზიციაზე იმუშავებს - ქართველი კალათბურთელი "გოლდენ სტეიტს" ბიზნეს და საკალათბურთო საკითხებში დაეხმარება.

2017 წელს, 12 ივნისს ფაჩულია გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) მოიგო. მან "Golden State Warriors"-ში ორი სეზონი გაატარა და ორივე სეზონში NBA-ის ჩემპიონი და ბეჭდის მფლობელი გახდა. საქართველოს ნაკრების წევრია 2000 წლიდან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე