ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

საქართველო, თბილისი - 10:44 | 22.12.2015
ნანახია: 1628

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციები კიდევ გაახანგრძლივა. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, მინსკის შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა გახდა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირი მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს ძალაში ტოვებს.

ოფიციალური მოსკოვი კი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა თავისი ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას უნდა მოახმაროს და არა სანქციების მექანიზმით თამაშს.

ევროკავშირი კი სანქციების გაუქმებას არ აპირებს, სანამ რუსეთი უკრაინელ სეპარატისტებს არ აიძულებს შეასრულონ მინსკში მიღებული შეთანხმება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე