დავით არახამია უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 29.08.2019
ნანახია: 768

დავით არახამია უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ რტელეარხი „112 უკრაინა“ იუწყება.

დავით არახამია  1979 წელს სოჭში დაიბადა, შემდეგ ის 12 წლამდე საქართველოში, გაგრაში ცხოვრობდა, საიდანაც მისი ოჯახი უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში საცხოვრებლად გადავიდა.

დევიდ ბრაუნის ფსევდონიმით ცნობილი არახამია არის საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანია Template Monster -ის დამფუძნებელი. ის ასევე გახლავთ მოხალისეობრივი პროექტის, „სახალხო ფრონტის“ იდეის ავტორი, რომლის მონაწილეებიც დონბასში მებრძოლ უკრაინელ სამხედროებს ეხმარებიან.

2019 წლის ივლისში ზელენსკიმ არახამია სახელმწიფო კონცერნ „უკრობორნპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშნა. 21 ივლისს გამართული რიგგარეშე არჩევნების შედეგად არახამია პარტია „ხალხის მსახურიდან“ უმაღლესი რადას დეპუტატი გახდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე