სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

საქართველო, თბილისი - 12:23 | 29.08.2019
ნანახია: 605

საქართველოს პრეზიდენტი, პოლონეთში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პოლონეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებული ცერემონიალში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, ბულგარეთის, ესტონეთის და უკრაინის პრეზიდენტებნთან.

პრეზიდენტი ასევე სიტყვით გამოვა გამოფენის "50 ქალი საქართველოდან" გახსნაზე და კონფერენციაზე "ქალთა როლი პოლიტიკაში".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე