კოლუმბიამ შესაძლოა ”მის სამყაროს” საორგანიზაციო კომიტეტს უჩივლოს

საქართველო, თბილისი - 10:31 | 22.12.2015
ნანახია: 1760

კოლუმბიამ შესაძლოა ”მის სამყაროს” საორგანიზაციო კომიტეტს უჩივლოს. სარჩელს ადგილობრივი საადვოკატო კომპანია ამზადებს, რომლის მტკიცებითაც, კონკურსზე მომხდარი ინციდენტი კოლუმბიელი ხალხის შეურაცყოფა იყო. სკანდალური ინციდენტი კონკურსის ფინალში მოხდა, როდესაც წამყვანმა გამარჯვებულად კოლუმბიელი ლამაზმანი ადრიანა გუტიერესი გამოაცხადა, რამდენიმე წუთში კი გაირკვა, რომ ”მის სამყარო” არა გუტიერესი, არამედ ფილიპინების წარმომადგენელი პია ალონსო ვურტცბახი გახდა. ამის შემდეგ კოლუმბიის წარმომადგენელს გვირგვინი მოხადეს და ფილიპინელს დაადგეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე