დამთავრებულია, ამ მინისტრთა კაბინეტს უკვე აღარავინ აღიქვამს, როგორც მთავრობას - ბექა ნაცვლიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:10 | 27.08.2019
ნანახია: 705

თვითონ "ქართული ოცნება" გადააყენებს ამ მთავრობას. ეს იქნება გარკვეული თვალსაზრისით, ამოსუნთქვის შესაძლებლობა "ქართული ოცნებისთვის", - ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ მინისტრთა კაბინეტს უკვე აღარავინ აღიქვამს, როგორც მთავრობას

"დამთავრებულია. ამ მინისტრთა კაბინეტს უკვე აღარავინ აღიქვამს, როგორც მთავრობას. აქედან გამომდინარე, ცვლილებები იქნება აუცილებელი. ეს ცვლილებები ჩვენი ოპოზიციაში მყოფი დეპუტატების გარეშეც მოხდება. თვითონ "ქართული ოცნება" გადააყენებს ამ მთავრობას. ეს იქნება გარკვეული თვასაზრისით, ამოსუნთქვის შესაძლებლობა "ქართული ოცნებისთვის". მთავრობამ ვერაფერი ვერ გააკეთა",-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე