რუსმა პოლიციელებმა 17 წლის ფრენბურთელი გოგონა გააუპატიურეს

საქართველო, თბილისი - 12:49 | 27.08.2019
ნანახია: 752

17 წლის რუსი ფრენბურთელი გოგონა, რომელიც ანაპაში რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობდა, პოლიცილებმა გააუპატიურეს.

რუსული მედიის ცნობით, ასპარეზობის შემდეგ გოგონა სანაპიროზე მეგობარ ბიჭთან ერთად განმარტოვდა. ახალგაზრდების ვინაობა არ სახელდება.

წყვილი ერთმანეთს კოცნიდა, როდესაც თავზე პოლიცია დაადგა. ბიჭი შეშინდა და გაიქცა. გოგონამ კი გაქცევა ვერ მოასწრო.

პოლიციელებმა სპორტსმენს უთხრეს, რომ მისი საქციელის შესახებ ტრენერს მოუყვებოდნენ თუ მათთან სექსუალური ხასიათის  კავშირს არ დაამყარებდა. ერთ-ერთი პოლიციელი დარაჯობდა, ვიდრე ორი სხვა სამართალდამცველი არასრლუწლოვან გოგონასთან სექსით იყო დაკავებული.

კრასნოდარის მხარის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენელთა თქმით, დამნაშავე პოლიციელების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე