რუსეთმა ამერიკელ სენატორს ვიზა არ მისცა

საქართველო, თბილისი - 12:12 | 27.08.2019
ნანახია: 850

რუსეთმა ამერიკელ სენატორს, რესპუბლიკური პარტიის წევრს რონ ჯონსონს ვიზის გაცემაზე უარი უთხრა. ამის შესახებ კონგრესმენის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  ჯონსონი რუსეთში ჩასვლას კონგრესის დელეგაციის შემადგენლობასთან ერთად აპირებდა. ის გეგმავდა მოლაპარაკებებს რუს თანამდებობის პირებთან, ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებთან და „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან“.

 „ამ შეურაცხყოფის მიუხედავად, მომავალშიც გავცემ მტკიცე პასუხს რუსეთის აგრესიაზე და ყოველთვის თანახმა ვიქნები ღია დიალოგზე, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა სენატორმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე