გერმანიის ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით - გერმანიის საგარეო უწყება

საქართველო, თბილისი - 12:01 | 27.08.2019
ნანახია: 898

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.

"გერმანიის ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით მის სუვერენიტეტთან და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში.
ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში, ჩვენც არ ვაღიარებთ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების" არც კონსტიტუციურ და არც სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც 25 აგვისტოს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში გაიმართა.

ჩვენ ამ „არჩევნებს" და მის შედეგებს უკანონოდ მივიჩნევთ", - აღნიშნულია გერმანიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე